აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, ივნისში გაიმართოს.
როგორც Financial Times-ი წერს, ლიდერების შეხვედრის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით კომენტარი კრემლის წარმომადგენელმა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე, პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება, CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ მაისში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას ეწვევა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა შეხვედრას უმასპინძლოს. შეხვედრის შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა იქნება.