რუსეთმა არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიაში საქართველოც შეიყვანა.
"Россия 1-ის" პირდაპირ ეთერში, რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებით, პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, ამერიკის შეერთებული შტატებია.
რუსეთისთვის არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიაში შემდეგი ქვეყნები შედიან: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი. ამ სიას კი ახლა აშშ და ჩეხეთი დაემატა.
24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" დიპლომატიურ მისიებში და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.