უკრაინამ რუსეთის კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

მოსკოვიდან უკრაინელი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, დიპლომატმა უკრაინის ტერიტორია 30 აპრილის დღის ბოლომდე უნდა დატოვოს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "მწვავე პროტესტი გამოთქვა" რუსეთის დიპლომატიური სამსახურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვში უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. სამინისტრომ ასევე დასძინა, რომ ”ისინი მთლიანად გამორიცხავენ ბრალდებებს, რომ უკრაინელი დიპლომატი ეწევა დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას”.