დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგ ვაქცინაცია უნდა იქცეს საერთო სახალხო მოძრაობად.
მისი თქმით, ვაქცინაციის გარეშე ეპიდემია არ დასრულდება.
„აცრის გარეშე ეპიდემია არ დასრულდება. ამიტომ წელს ქვეყანაში ეს უნდა იქცეს საერთო სახალხო მოძრაობად. ამაზე დიდი პრიორიტეტი არ უნდა იყოს. ვაქცინაცია დაასრულებს იმას, რომ აღარ დაგვეღუპებიან ადამიანები, პირდაპირ მშურს ისრაელის, რომელმაც ამ სამი დღის წინ გამოაცხადა, რომ 10 თვის განმავლობაში პირველი დღე ჰქონდათ, როცა ისრაელში კოვიდით ადამიანი არ გარდაცვლილა. მეც ძალიან მინდა, რომ საქართველოში დადგეს დღე, როდესაც კოვიდით ადამიანი აღარ დაგვეღუპება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.