ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული Sinopharm-ით ვაქცინაცია

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, იმუნიზაციის საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული Sinopharm-ით ვაქცინაცია. ამის შესახებ მან "ქრონიკას" ეთერში ისაუბრა.

"Sinopharm-ის ვაქცინასთან დაკავშირებით, მწარმოებელი კომპანია ანოტაციაშია რამდენიმე საკითხზე მიუთითებს. შესაბამისად ვაქცინაციის ანკეტის ჩეკლისტში დამატებითი შეკითხვები გაჩნდება. მათ შორის ჰქონია თუ არა პაციენტს ნებისმიერ სხვა ვაქცინაზე რთული ალერგიული რეაქცია, ასევ აქვს თუ არა პაციენტს ეპილეფსია, ან თუ მოქალაქეს აქვს მაღალი არტერიული წნევა, რომელიც მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება - ასეთ შემთხვევებში Sinopharm-ის ვაქცინით აცრა რეკომენდებული არ არის", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.