გიორგი ხოჯევანიშვილი: საჯარო მოხელეებისა და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არ მუშაობს

„აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩემი და ჩემი კოლეგების, გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო მოხელეებისა და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდებულების ის ფორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არ მუშაობს. მე უბრალოდ ვეტყოდი მათ, ვინც ასეთ დავალებებს გასცემს და ასრულებს. ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია და სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგიტანთ. მინდა გავამხნევო ჩვენი თანამოაზრეები და ვუთხრა, რომ გუშინდელი და გუშინწინდელი დღეები წარსულში დარჩება და ჩვენ წავალთ წინ“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა,,ქართული ოცნება“ 14 აპრილს დატოვეს.