18 წლის ზემოთ მოქალაქეების Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯავშნის გასაკეთებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22.
ცნობისთვის, საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.