კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხუთშაბათსა და პარასკევს (29 და 30 აპრილს) 15:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრი ავრცელებს. მათივე ცნობით, კახი კავსაძეს თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ.
კახი კავსაძე 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა.
მსახიობს საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდზე დაკრძალავენ.