აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ბოლო თვეების განბავლობაში, აშშ-მა კორონავირუსთან ბრძოლაში გასაოცარ პროგრესს მიაღწია.
„გასაოცარ პროგრესს მივაღწიეთ ყველა თქვენგანის წყალობით. ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
თეთრი სახლის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ მალე ვაქცინების სხვა სახელმწფოებისთვის გაზიარებას შეძლებს.
„ვფიქრობ, შევძლებთ ვაქცინების გაზიარებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ვაქცინები რეალურად სჭირდებათ. ამის მოლოდინი და იმედი გვაქვს“, - განაცხადა ბაიდენმა.