პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ,,მინისტრის საათის" ფორმატში ელოდებიან.
მინისტრი სესიაზე მისი უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს და ასევე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, კანონმდებლების კითხვები ძირითადად პანდემიას და მისგან მომდინარე გამოწვევებს შეეხება.
პარტიების „გირჩის“, „მოქალაქეებისა“ და „ევროპელი სოციალისტებისგან“ განსხვავებით, პლენალურ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის უმრავლესობა.