ქვეყანაში ვაქცინაცია სულ 41 801-მა ადამიანმა ჩაიტარა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 706-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 41 801-მა მოქალაქემ ჩაიტარა, სრულად ვაქცინირებულია 4 397 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 307 401 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 816, გარდაიცვალა 4 077 პაციენტი.