დღეს დილის მონაცემებით, ჩინურ ვაქცინაზე Sinopharm-ზე რეგისტრაცია 6 700-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეგისტრაციის კუთხით აქტიურია თბილისი და დედაქალაქში ჩინური ვაქცინით აცრისთვის უკვე 4 500-მდე ადამიანი დარეგისტრიდა.
,,ჯერჯერობით პორტალი გახსნილია 15 მაისამდე, ასე რომ ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია, რაც ძალიან სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან თუ რა მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ვაქცინაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს.
განსაკუთრებით აქტიურია ისევ და ისევ თბილისი, 4 500-მდე ადამიანია დედაქალაქში დარეგისტრირებული.
რეგისტრაცია რა თქმა უნდა გაფართოვდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანასი წარმატებით გაგრძელდება", - განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო, 4 მაისიდან კი ვაქცინაცია დაიწყება.