მარინა კალიურანდი: საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ოპოზიციით

„საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ოპოზიციით“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი Twitter-ზე წერს.

„მოხარული ვარ, რომ გავიგე საქართველოს პარლამენტმა სესია დაიწყო ოპოზიციის წევრთა მნიშვნელოვანი რაოდენობით. საქართველოს სჭირდება დემოკრატიული პარლამენტი, პასუხისმგებლიანი მმართველი პარტიით და ძლიერი ოპოზიციით“, - წერს ევროპარლამენტარი.