ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 60 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა

ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 62,074-მა ადამიანმა გაიარა. მოქალაქეებმა შესაბამის პორტალზე ვაქცინების ჩამონათვალიდან მაქსიმუმ 3 სასურველი ვაქცინა უნდა აირჩიონ. მათი არჩევის შემდეგ დამატებით მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა დათანხმებამდე, მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევათ.

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი 19 აპრილს ამოქმედდა. ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს გადაცილებულთათვისაა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შექმნის მიზანი იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრაა.

ამ დროისთვის საქართველოში კოვიდვაქცინით სულ 41 801 ადამიანი აიცრა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 1 706-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ვაქცინირებულია - 4 397.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 307 401 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 816, გარდაიცვალა 4 077 პაციენტი. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 551 ადამიანს დაუდასტურდა, 878 გამოჯანმრთელდა, 17 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.