დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, Astrazeneca-ს ვაქცინის მეორე დოზით აცრისთვის სარეგისტრაციის პორტალი, სავარაუდოდ, 5 მაისს გაიხსნება.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, 5 მაისიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, რომ დარეგისტრიდნენ ვებგვერდზე.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუკი რეგისტრაცია 5 მაისს დაიწყება, სავარაუდოდ, მეორე დოზით აცრის პროცესი უკვე 10 მაისიდან გახდება შესაძლებელი.
ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საბოლოოდ თარიღთან დაკავშირებით იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს.