კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის შესაძლოა, გარკვეული შეღავათები დაწესდეს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, შესაძლოა, ვაქცინირებული ადამიანებისთვის ,,კომენდანტის საათი" გაუქმდეს.
მისი თქმით, ცენტრი აპირებს მომავალ კვირაში აღნიშნული წინადადებით საკოორდინაციო საბჭოს მიმართოს.
"დაავადებათა კონტროლის ცენტრი აპირებს, შესაბამისი ინიციატივით შევიდეს საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შეზღუდვების პირობებში შეღავათები ჰქონდეთ. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, მათ შორის, "კომენდანტის საათის" დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს დოკუმენტის მიცემა, კიდევ სხვა ინიციატივებზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებთ. გვინდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეს უფრო მეტი უფლება და საერთოდ მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი დაინტერესება, რომ სწრაფად და სრულად იყვნენ აცრილი", - თქვა მან.