დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, "კომენდანტის საათის" არსებობამ განაპირობა ის, რომ ქვეყანაში ყველაფერი გახსნილიყო. მან ამის შესახებ გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა.
"ჩვენთან რაც ხდება დღეს, ეს 1 500 შემთხვევა რომ გვაქვს დღეში და ეს 1 500 შემთხვევა არ არის 3 ათასი უკვე დღეში, აი ამის გამჩერებელი დღეს არის სწორედ ის მოქმედი შეზღუდვა ღამის საათებში გადაადგილებაზე. ეს არის დღეს ერთადერთი მოქმედი რეგულაცია ამ ქვეყანაში. ნახეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, გერმანია რომ გერმანიაა, არასოდეს ჰქონიათ კომენდანტის საათი და დააწესეს ახლა. მართლა მთვარეზე ხომ არ ვართ არა? დედამიწაზე ხომ ვართ... მაგან მოგვცა საშუალება, რომ ყველაფერი გახსნილიყო ქვეყანაში და მარტო ამ კომენდანტის საათით დავიჭიროთ სიტუაცია ისე, რომ არ იყოს კატასტროფული მატება შემთხვევების",- განაცხადა იმნაძემ.