„ინდური შტამი არის საკმაოდ რთული შტამი გამომდინარე იქედან, რომ მისი გავრცელების ტემპი ძალიან ძლიერია. ამ მიმართულებით გადავდგით ქმედითი ნაბიჯი იმ კუთხით, რომ ინდოეთიდან შემოსული მოქალაქე, ან მოქალაქე, რომელსაც ინდოეთში მოგზაურობა უფიქსირდება ბოლო 14 დღის განმავლობაში, კარანტინში გადადის და შემდეგ დაიშვება ქვეყანაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების დროს.
მისი თქმით, ამ მოქალაქეს უტარდება ტესტი, რომ ვირუსის გავრცელება დროულად იყოს აცილებული თავიდან.
„თუ სხვა დამატებითი ღონისძიებები ჩაითვალა საჭიროდ, რა თქმა უნდა განხორციელდება. ვაკვირდებით, ბევრმა ქვეყანამ ფრენებიც შეზღუდა და მთავრობა მზადაა, გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას“, - აღნიშნა მინისტრმა.