ჩეხეთისადმი სოლიდარობის გამოხატვის გამო, რუსეთი ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და სლოვაკეთის რამდენიმე დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ლიეტუვის საელჩოს ორმა, სლოვაკეთის საელჩოს სამმა და ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების თითო-თითო თანამშრომელმა ქვეყანა ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.
17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ პრაღაში რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
23 აპრილს ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, სლოვაკეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა რუსი დიპლომატები გააძევეს.