თურქეთი რუსული წარმოების Sputnik V-ის ვაქცინის 50 მილიონ დოზას შეიძენს. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, თურქეთმა ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა.
"ჩვენ Sputnik V-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის ბოლო ეტაპზე ვართ და მისი შესყიდვის შესახებ შეთანხმება დავდეთ. თურქეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, ექვსი თვის განმავლობაში 50 მილიონი დოზის მიღების შესახებ", - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, ვაქცინის პირველ დოზებს მაისში მიიღებენ.