პაატა იმნაძე: წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია

"წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან რეალისტურია იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, როგორ შეიძლება უფრო ფართოდ გაიშალოს. მოგეხსნებათ, ტრაგიკული შემთხვევის მერე, რაც მოხდა ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისში, შეიზღუდა სავაქცინო ადგილები კლინიკებით, ისიც ყველა კლინიკაში ახლა, ახლა კლინიკები გაფართოვდა და უკვე სინოფარმზე ჩაერთო პოლიკლინიკური ქსელი. დამერწმუნეთ, როცა ადამიანები დარწმუნდებიან, რომ უსაფრთხოა, ვაქცინაცია ყოველდღიური რუტინა გახდება. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც ფართოდ გაიშლება ვაქცინაცია, ზაფხულიდან", - განაცხადა პაატა იმნაძემ.