რიგაში, არალეგალების სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

8 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე სერიოზულად დაშავდა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, არალეგალების სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ხანძარი 6-სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა.

კორპუსიდან მინიმუმ 24 ადამიანი გამოიყვანეს, ზოგიერთ მათგანს დამწვრობა და კვამლისგან ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

სავარაუდოდ, მსხვერპლთა უმეტესობა უცხოელი ტურისტები არიან.