ეკატერინე ტიკარაძე: 50-მდე სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია, მიმდინარეობს მოკვლევა

"50-მდე სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია, მიმდინარეობს მოკვლევა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია, ამასთან დაკავშირებით კი საჭიროა ფინანსთა სამინისტროს მუშაობა. შესაბამისად, ისინი ამ მოკვლევებს გააგრძელებენ. მე ამ კლინიკების შესახებ ინფორმაცია მაქვს, თუმცა გასაჯაროება ამ ეტაპზე ალბათ სწორი არ იქნება. მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია, 50 მაინც იქნება თბილისსა და სხვა ქალაქებში, თუმცა სიჭარბით თბილისში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.