"როდესაც ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე მუშაობა, პროექტირება და იდეის დამუშავება დავიწყეთ, ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ პარკს უნდა შეუნარჩუნდეს ისტორიული სახე", - ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა გადაცემა "დედაქალაქში“ განაცხადა.
"რეაბილიტაცია ჩატარდება ზუსტად იმ არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, რომლითაც პარკი აშენდა. ზუსტად იგივე ვიზუალით უნდა აღდგეს პარკი. თავდაპირველი, ისტორიული ვიზუალი 100%ით შენარჩუნებული იქნება. ისტორიულად, ჭავჭავაძის ქუჩიდან პარკში ჩამოსასვლელ ნაწილში იყო ოვალური შადრევანი, რომელიც შემდეგ გაუქმდა. ამ შადრევნის აღდგენაც დაწყებულია და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რომელის პირვანდელ სახეს დაუბრუნებს პარკს. არის ასევე ისტორიულ ლანდშაფტი, მუხის ხეივანი, კედრების ხეივანი, ჭადრების ხეივანი, მათ დროთა განმავლობაში განიცადეს ამორტიზაცია. წლების განმავლობაში მხოლოდ სანიტარულად ჭრიდნენ, ეს მცენარეებიც სრულად ჩანაცვლდება და დაბრუნდება პირვანდელი სახით", - განცხადა გიგა გიგაშვილმა.