ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე ოპოზიციასთან შეხვედრით დაასრულა. ოპოზიციასთან საუბარი თითქმის სამი საათი გაგრძელდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, მინისტრთან მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ლანდსბერგისს ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე ესაუბრნენ.