დღეს, 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მორიგი სასამართლო დაიწყება. . წარადგენს, თუ არა ბრალდების მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობას - უცნობია.
როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომას თავად ბრალდებული არ დაესწრება. ნიკა მელია, 13 აპრილს გამართულ პროცესზე, მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.