აშშ-ის სენატმა USAID-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამანტა პაუერის კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამანტა პაუერის კანდიდატურას მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 26 სენატორი მის წინააღმდეგ წავიდა.
ცნობისთვის, 2013-2017 წლებში სამანტა პაუერი გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.