კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული აბები Pfizer-მა შესაძლოა, წლის ბოლომდე გამოუშვას

Pfizer- ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კოვიდის სამკურნალო ანტივირუსული აბები მზად შეიძლება წლის ბოლომდე იყოს.

ალბერტ ბურლას თქმით, პრეპარატის მიღება დაავადების პირველი სიმპტომებისთანავე ვირუსის გამრავლების უნარს მაქსიმალურად შეამცირებს და ვირუსი პაციენტებში ძალიან მსუბუქად წარიმართება. მისივე განმარტებით, კომპანია ორ ანტივირუსულ საშუალებას ტესტავს, ერთს ინექციის და მეორეს აბების სახით. მანვე აღნიშნა, რომ Pfizer-ი ყურადღებას ამახვილებს აბებზე, რადგან ის „რამდენიმე უპირატესობას იძლევა“, მთავარი სარგებელი კი საავადმყოფოში ან სამედიცინო მომსახურების სხვა პროვაიდერთან მისვლის თავიდან აცილებაა.

კლინიკური ცდების დასრულების შემდეგ, მოკვლევას ამერიკის კვების პროდუქტების და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია დაიწყებს.

Pfizer-მა კოვიდსაწინააღმდეგო აბების ტესტირება მარტში დაიწყო.