დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30 წელი გავიდა.
ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს უზენაესი საბჭოს დადგენილებით შეიქმნა, რითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება დაიწყო.
1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა და 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის დაარსების ისტორია.
2018 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სახელი შეეცვალა და დაერქვა თავდაცვის ძლები.