NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: NATO-ს ერთგულება საქართველოს მიმართ არის ურყევი

"ჩვენ გვაქვს ძალიან ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია, რომელიც განასახიერებს NATO-სა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას, - ამის შესახებ, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, საჰაერო ძალების ფელდმარშალმა, სტიუარტ ფიჩმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თქვენს ბაზაზე. თქვენ გაქვთ ძალიან ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია, რომელიც განასახიერებს NATO-სა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას. პარტნიორობას, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ეს აისახა პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას NATO-ს შტაბ-ბინაში, რომელიც მისი დანიშვნიდან ძალიან მალე განხორციელდა.

საქართველოს მთავრობამ ძლაიან მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრირება კვლავ რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უდიდეს ამოცანად და ალიანსმა საქართველოს კიდევ 3 წლით გაუგრძელა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი. ჩვენმა პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ ის არის ურთიერთსასარგებლო.

საქართვლო არის დიდი ხნის პარტნიორი, რომელიც მუდმივად მონაწილეობს NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში, ვინაიდან NATO-ს მტკიცე მისია დასასრულს უახლოვდება, ხოლო NATO განიხილავს თავის შემდგომ მიდგომას ავღანეთში, მინდა ვაღიარო საქართველოს წვლილი და მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას, როგორც უმსხვილეს კონტრიბუტს ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის. თვქენი მსხვერპლი - ჩვენი მსხვერლია, თქვენი დანაკარგი - ჩვენი დანაკარგია. ამისთვის მსურს, ჩემი პირადი მადლობა გამოვხატო თქვენ მიმართ, განსაკუთრებით თქვენი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც მისიაში ყოფნისას მხარს გიჭერდნენ.

დაიმსახურეთ ერის პატივისცემა და რაც მთავარია, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ თქვენს მოკავშრეებზე, თქვენი პროფესიონალიზმით, მამაცობით, თავგანწირვითა და ერთგლებით.

NATO-ს მიმართ მუდმივი ერთგულება კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის გლობალური სტაბილურობა და უსაფრთხოება. NATO-ს ერთგულება საქართველოს მიმართ არის ურყევი", - განაცხდა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.