„ამერიკა კვლავ წინ მიიწევს; ამერიკა უკან არასდროს დაიხევს“, - ამ სიტყვებით ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის გაერთიანებული სხდომაზე, კანონმდებლებსა და ერს სიტყვით მიმართა.
მან ისაუბრა როგორც შიდა პრობლემებზე, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციაზე.
საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამერიკა ესკალაციას არ ცდილობს, მაგრამ რუსეთის, ისევე როგორც სხვა ავტორიტარული ქვეყნების აგრესიულ ქმედებებს საპასუხო შედეგები მოჰყვება.
„პრეზიდენტ პუტინს ამის შესახებ მკაფიოდ განვუცხადე. მე პირდაპირ და პროპორციულად ვუპასუხე ჩვენს არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ჩვენს მთავრობაზე კიბერთავდასხმებს, მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ, როდესაც ეს ჩვენს საერთო ინტერესებშია“, - განაცხადა ბაიდენმა.
„ამერიკის მოწინააღმდეგეები ფსონს დებენ იმაზე, რომ ჩვენი დემოკრატია ვერ შეძლებს, გადალახოს სიცრუე, მრისხანება, სიძულვილი და შიში, რამაც ერთმანეთისგან დაგვაშორა? ისინი ცდებიან. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ისინი ცდებიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.