გაბრიელიუს ლანდსბერგისი: კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს

"რაც შეეხება ნიკა მელიას, კარგი იქნება, თუ ის განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს", - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიების მხრიდან ხელმოწერა ცხადყოფს იმ ვალდებულებას, თავდადებას და პასუხისმგებლობას, რაც უკავშირდება ევროატლანტიკური კურსისკენ სვლას

"ხაზს ვუსვამ იმ სარგებელს, რომელიც აქვს შარლ მიშელის შეთანხმებას. ეს კარგად ცხადყოფს იმ ვალდებულებას, თავდადებასა და პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკური კურსით სვლას. ლიეტუვასაც ჰქონდა იგივე პრობლემა 1992 წელს, მაგრამ ყოველთვის მივდიოდით ევროატლანტიკური მიმართულებით. სწორედ ამიტომ შეგვიძლია, გაგიზიაროთ ეს გამოცდილება, რომ საქართველომ არასდროს გადაუხვიოს ამ კურსს. რაც შეეხება ნიკა მელიას, კარგი იქნება, თუ ის განიხილავს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გარანტიებს", - განაცხადა ლანდსბერგისმა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს.

"ქართველი მოსახლეობის ნება,რომ გააჩნდეთ დემოკრატიული და უსაფრთხო ევროპული საქართველო არასდროს იქნება უგულვებელყოფილი. რუსეთის აგრესიულ ნაბიჯები, ბორდერიზაცია და რუსი სამხედროების რაოდენობის ზრდა იქნება დაგმობილი ნებისმიერ ხელმისაწვდომ ფორმატში,"- აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.