2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3%-ით მეტია. ამის შესახე საქართვეოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
საქსტატის ცნობით, ბუნებრივი მატება 2020 წელს უარყოფითი იყო და მინუს 4,017 შეადგინა, დადებითი მიგრაციული სალდო კი 15,732 იყო, შედეგად მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა.
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 796.2 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 932.4 ათასი. წინა წელთან შედარებით კაცების და ქალების რიცხოვნობა 0.3%-ით გაიზარდა
წინა წელთან შედარებით, 2020 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 ერთეულით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.1 წელი, ხოლო ქალებისათვის – 77.7 წელი.
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.
2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74,264 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89,996 შეადგინა (სხვაობა 15,732).