"საფრანგეთი ამაყობს, რომ 30 წელია საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობს. ჩვენთვის ეს საქართველოს მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალებაა", - საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს ულოცავს.
"ჩვენს დიდ მეგობარს საქართველოს მხარს ვუჭერთ სხვა კონტექსტშიც - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რამდენადაც ქვეყანას ურყევი დასავლური კურსი აქვს არჩეული, ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით ვიდგებით მის გვერდით.
საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. ეს გახლავთ ცენტრალური აფრიკის მისიაში ერთობლივი მონაწილეობა, სამთო მიმართულება, საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა. ასევე განათლების სფეროსაც გამოვყოფდი. საუკეთესო ფრანგული სასწავლებლები მზად არიან და სიამოვნებით მასპინძლობდნენ სხვადასხვა რანგის ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. გარდა ამისა, ჩვენ მათ ფრანგულ ენასაც ვასწავლით. ასე რომ, ეს არის ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ მხოლოდ ყველაზე ახლო მეგობართან, მათ შორის ჩვენს დიდ მეგობართან, საქართველოსთან გვაქვს", - განაცხადა დიეგო კოლასმა.