თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი გვყავს აცრილი და ეს შეზღუდვებს ვერ შეამცირებს

„მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი გვყავს აცრილი და ეს შეზღუდვებს ვერ შეამცირებს“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 30% აიცრება, პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95% იქნება და მთავრობა მაინც არ მოხსნის შეზღუდვებს, მაშინ შეუძლია მოსახლეობას, გააკრიტიკოს ხელისუფლება.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა აგრესიული დარწმუნების მეთოდები უნდა იყოს გამოყენებული.

ამის მაგალითად მან ის ფაქტი მოიყვანა, რომ ისრაელში იმ ექიმთან, რომელიც ვაქცინირებული არ არის, პაციენტების ჩაწერა არ არის დაშვებული, ავიაკომპანიები კი აუცრელ ადამიანზე ბილეთებს არ ყიდიან.