2022 წელს, Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 მილიარდი დოზის გამოშვებას გეგმავს

Forbes-ის ინფორმაციით, 2022 წელს, კომპანია Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 მილიარდი დოზის გამოშვებას აპირებს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ფარმაცევტული კონცერნი აშშ-ში საწარმოო შესაძლებლობებს 50%-ით, ხოლო შვეიცარიაში 100%-ით გაზრდის.

„კორონავირუსის ვარიანტების გამრავლებისა და მსოფლიოში ვაქცინების საჭიროების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ჩვენი ინვესტიციები გავზარდოთ წარმოების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“, - აღნიშნეს კომპანიაში.