აშშ-ის საელჩომ ქუთაისს $50 000 დოლარის ღრებულების დაბალი ტემპერატურის პლაზმის სტერილიზატორი გადასცა

„ვაქცინაციის პროცესში დახმარების მიზნით, აშშ-ის საელჩომ ქუთაისს $50 000 დოლარის ღრებულების დაბალი ტემპერატურის პლაზმის სტერილიზატორი გადასცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

რეგიონებში ვაქცინაციის ძალისხმევაში საქართველოს დასახმარებლად აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა ქუთაისის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს $50 000 დოლარის ღრებულების დაბალი ტემპერატურის პლაზმის სტერილიზატორი გადასცა. ეს საჩუქარი აშშ-ის ევროპული სარდლობის $1 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.