Deutche Welle-ს ინფორმაციით, ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ტერორისტული შინაარსის მასალები სწრაფად დაიბლოკება.
გამოცემა წერს, რომ ინტერნეტპლატფორმებს რეგულაციის ამოქმედებიდანვე მოუწევთ მკაცრად გააკონტროლონ სოციალური სივრცეები და იმ შემთხვევაში თუკი მსგავსი შინაარსის მასალები გამოჩნდება, მასალის ასაღებად სულ რაღაც ერთი საათი ექნებათ.
როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმები უარს იტყვიან მასალის აღებაზე, ან ერთი საათის განმავლობაში ვერ მოასწრებენ მასალების სწრაფად დაბლოკვას, ჯარიმის საფრთხის წინაშე დადგებიან.
აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, გამონაკლისი დაიშვას საგანმანათლებლო, ჟურნალისტური, მხატვრული ან კვლევით მიზნებისთვის განთავსებულ შინაარსზე. კანონი ასევე ითვალისწინებს გამონაკლისებს მცირე და არაკომერციული ოპერატორებისთვის.