"ყოველი 300 ვაქცინირებული ერთი ადამიანის გადარჩენას ნიშნავს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციაზე მოთხოვნა თანდათან იზრდება
„ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი (ზოგი ამბობს 500-ს) ნიშნავს ერთი ადამიანის გადარჩენას და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ 40 ათასი ადამიანი უკვე აცრილი გვყავს, ჩათვალე, რომ 200 კაცი გადარჩა, 200 კაცი გადარჩა ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.