თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95%, "კომენდანტის საათი" შემცირდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"2% გვყავს ჯერ აცრილი და 2% ვერანაირ შეზღუდვებს ვერ შეამცირებს, როცა 30%-ზე მაინც ავალთ, მერე ვილაპარაკოთ...
ყველანაირი შეზღუდვა ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს "კომენდანტის საათი" დარჩება და ისიც შემსუბუქდება, ანუ დაპატარავდება ინტერვალი, თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95%, აი, თუ იქნა 90-95% და იქნა მასობრივი ვაქცინაცია, მაინც თუ მთავრობამ არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები, მაგრამ ჯერ პირობები უნდა შესრულდეს, პირბადეები და ვაქცინა და მერე ვილაპარაკოთ შეზღუდვების მოხსნაზე",- განაცხადა ცერცვაძემ.