ნინო სუხიშვილი: ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა

„ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა“ - ამის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა რუსთაველის ეროვნულ თეატრთან ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

„კახი კავსაძე ძალიან დიდი პიროვნება, დიდი მსახიობი, დიდი ადამიანი, ჩემი ოჯახის ყველა წევრის მეგობარი იყო. ძალიან დიდი ტკივილია მთელი ერისთვის, ქვეყნისთვის, ქართული თეატრისთვის, ოჯახისთვის უდიდესი დანაკლისია. ძალიან დიდ ადამიანებს, ვკარგავთ, კახი კავსაძე საუკუნის ადამიანი იყო, განუმეორებელი პიროვნება და მსახიობი. ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია", - აცხადებს ნინო სუხიშვილი.

კახი კავსაძე 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობს საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდზე დაკრძალავენ.