მეცნიერებმა ძველი ეგვიპტის მუმიფიცირებული ორსულის პირველი ნაშთები, რომელიც 2 000 წელზე მეტი ხნისაა, თებეში აღმოაჩინეს.
როგორც Daily Mail-ი წერს, ეს არის ორსული ბალზამირებული სხეულის აღმოჩენის პირველი შემთხვევა.
გამოცემის ინფორმაციით, მუმიფიცირებული 20 წლის ქალბატონი იყო. სკანირებისა და რენტგენის სხივების შემდეგ დადგინდა, რომ გარდაცვლილი ფეხმძიმობის 26-დან 30-ე კვირამდე პერიოდში იყო.
როგორც ცნობილია, 2 000 წლის წინ გარდაცვლილი ქალის სხეული ფრთხილად შეფუთეს ქსოვილებში და ასევე დატოვეს ამულეტების მდიდარი ნაკრები.
პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტებს ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ აქვთ, რატომ არ მოხდა ნაყოფის ცალკე მუმიფიცირება.
კვლევის ავტორთა თანახმად, მუმია იპოვეს სამეფო სამარხში თებეში, ზემო ეგვიპტეში.
ნეშთი ამჟამად ვარშავის ეროვნულ მუზეუმში ინახება.
როგორც გამოცემა წერს, ეს აღმოჩენა საზოგადოებაში კითხვებს აჩენს ძველი ეგვიპტის რელიგიასა და ნაყოფის სტატუსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის გამო, თუ რატომ გადაწყდა ნაყოფის მოცილება დედისგან, ბალზამირებამდე