მინსკში, გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდაცავებმა 221 დემონსტრანტი დააკავეს. Reuters-ის ინფორმაციით, დედაქალაქში ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ჰაერში რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რასაც დემონსტრანტების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ქუჩებში გამოსული მოქალაქეები, რომლებიც სკანდირებენ : „ჩვენ გვჯერა, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ გავიმარჯვებთ!“
შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებენ და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.