თამარ გაბუნია: „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება გეგმის თანახმად, ოთხი მაისიდან.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, დღევანდელი მდგომარეობით „სინოფარმი“ ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის და უახლოეს დღეებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გამოაქვეყნებს.

„კვირის ბოლომდე, წესით, დღეს-ხვალ ცნობილი გახდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი რეკომენდაცია, ამას გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. თუმცა, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან.

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ „სინოფარმი“ დღევანდელი მდგომარეობით ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის.

ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინით. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, თუ არ დაასწრებს, მალევე დაეწევა პროცესს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.