საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა

„სინოვაკის“ ვაქცინების 100 000 დოზა საქართველომ უკვე მიიღო.

ვაქცინებით დატვირთული „ვიზეარის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა.

„სინოფარმის“ მსგავსად, „სინოვაკის“ ვაქცინაც ტრადიციული მეთოდებით არის დამზადებული.

ამასთან, 6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას ელოდებიან.