Apple რუსულმა ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა 12 მილიონი დოლარით დააჯარიმა

The Economic Times-ის ინფორმაციით, რუსულმა ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული კომპანია Apple 12 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

როგორც ცნობილია, ანტიმონოპოლიური სამსახური ამერიკულ კომპანიას ბაზარზე დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენების გამო ედავება.

გამოცემის ცნობით, რუსული მარეგულირებული ორგანო აცხადებს,რომ Apple საკუთარ ოპერატიულ სისტემა iOS-ს კონკურენტი კომპანიებისა და აპლიკაციების წინააღმდეგ არასამართლიანი უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებდა.

Apple-ის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ, მათი თქმით, კომპანია ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და პატივისცემით ეპყრობა როგორც მომხმარებლებს, ასევე აპლიკაციების დეველოპერებს.