თურქეთში დღეიდან სრული ლოკდაუნი ამოქმედდა. გადაწყვეტილება რეგულაციების გამკაცრების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო მიიღო.
ლოკდაუნის განმავლობაში ყველა ოფისი, სამუშაო ადგილი დახურული იქნება. საქალაქთაშორისო მოძრაობა სავალდებულო ნებართვით განხორციელდება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს.
გარდა ამისა, ლოკდაუნის მოქმედების პერიოდში სკოლები და ბაღები დაიხურება, ხოლო დანარჩენი სასწავლო დაწესებულებები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.
ლოკდაუნი 17 მაისამდე გაგრძელდება.