ჩინეთის ელჩი: იმედი გვაქვს, ჩინური ვაქცინა საქართველოს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება

ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი აცხადებს, რომ ჩინური ვაქცინა არის საკმაოდ უსაფრთხო, რაც ბევრმა ქვეყანამ და საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა.

მისივე თქმით, ჩინური ვაქცინა საქართველოს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება.

„ჩინეთი საქართველოში ვაქცინას მეორედ აგზავნის. პირველად ეს იყო „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა, ამჯერად კი საქართველომ მიიღო „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა და ეს ერთი თვის განმავლობაში მოხერხდა, რაც საკმაოდ რთული იყო.

ჩინური ვაქცინა არის საკმაოდ უსაფრთხო, რაც ბევრმა ქვეყანამ და საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. იმედი გვაქვს, ჩინური ვაქცინა საქართველოს კორონავირუსის დამარცხებაში დაეხმარება და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმაში, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდეს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველომ ჩინური ვაქცინის ,,სინოვაკის" 100 000 დოზა მიიღო.