ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინასთან დაკავშირებით, ჯანმო განცხადებას დღეს ან ხვალ გამოაქვეყნებს.
მისივე თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ორგვარი მოლოდინი არსებობს.
„ჯანმო-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ორი მოლოდინი არსებობს: რომ ვაქცინა ავტორიზებულია გადაუდებელი გამოყენებისთვის ან მეორე - დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო და გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით გადაიწევს. ამ ვაქცინას იმდენი ეტაპი აქვს გავლილი, უარს ნამდვილად არ ეტყვიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ის უკვე შეფასებული აქვთ. 38 ქვეყანაში, უკვე 80 მილიონამდე ადამიანია მისით აცრილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, ჯერ კიდევ დეკემბერში, ამ ვაქცინით აიცრნენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად მყარი ვაქცინაა“, - განაცხადა კულუმბეგოვმა ,,იმედის" ეთერში.