მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა Sputnik V ჩაიტანეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა Sputnik V-ის პირველი პარტია, 6 500 დოზა, ჩაიტანეს. ვაქცინაცია მაისის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება.

როგორც ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ განაცხადა, ვაქცინაცია ჩატარდება რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე.

მისი თქმით, ვაქცინა არ გადანაწილდება რაიონებში, რადგან შენახვის პირობები მხოლოდ ცენტრალურ საწყობშია.

ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველ რიგში მედიკოსები აიცრებიან, შემდეგ კი პედაგოგები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, სამართალდამცველები და მოქალაქეები, "მომავალში ყველა, ვისაც სურს."